თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 29 აგვისტოს 18:30 საათზე გიწვევთ ოლღა (ოლიკო) ცისკარიშვილი-სოსელიას პოეტური კრებულის ,,კესანები მარტოობის ქალაქში” პრეზენტაციაზე.
ქართლში კესანეს ,,კონკიძველა“დაარქვეს, ზემო იმერეთში ,,ციცინო“, გურიაში ,,ხასიათა“, რაჭაში ,,თიკნიყურა“. ლეგენდის მიხედვით, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, ერთმანეთი რომ არ დავიწყებოდათ. ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო, გაზაფხულის ლურჯთვალა მახარობელი.