ლოს–ანჯელესის ფედერალური სასამართლოს მსაჯულებმა მომღერალი კეტი პერი პლაგიატში დამნაშავედ ცნეს. მათი გადაწყვეტილებით, მომღერალმა 2013 წელს სიმღერა Dark Horse რეპერ მარკუს გრეის “მოპარა”. მარკუს გრეის კომპოზიცია Noise 2008 წელს გამოქვეყნდა.
მომღერალთან ერთად დამნაშავედ ცნეს მისი პროდუსერები ლუკას გოტვალდი, კარლ სენდბერგი, ჰენრი უოლტერი და სარა ჰადსონი. ახლა სასამართლო საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასჯელზე იმსჯელებს.