თანამედროვე არტისტი ირაკლი კეიდია მკვეთრად გამოხატული მხატვრული ენით და მასალით აბსოლუტურად სხვა სამყაროს გვაჩვენებს. ეს არის შუმერების მითოლოგიაზე დაფუძნებული კომიქსების სერია.
არტისტი, მისი სამყაროს პერსონაჟებით ერთგვარ ექსპერიმენტულ თამაშს აწყობს, თითოეული ნამუშევარი კი ამ ექპერიმენტის შედეგს წარმოადგენს.













