საშა ბარონ კოენის თქმით, კიდ როკი პამელა ანდერსონს “ბორატში” გადაღებული სცენის გამო გაშორდა.
“ეს სცენა ორჯერ გადავიღეთ. პირველად, როდესაც მე ის “მოვიტაცე”, არავინ არაფერი მოიმოქმედა და ვთქვი: “რა უცნაური ფანატები არიან”. მეორე დუბლის გადაღებისას კი პამელამ ყბა დაიზიანა. კიდ როკი ფილმის ნახვის შემდეგ გაბრაზდა, ხოლო როდესაც მე ვკითხე ანდერსონს თუ რას ფიქრობდა ამ სცენაზე მისი მეუღლე, მან მიპასუხა: “ის მე მშორდება”. მე ვიკითხე თუ რა იყო ამის მიზეზი და მან მიპასუხა, რომ ეს ფილმის გამო მოხდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო”, – აცხადებს კოენი.