კიმ კარდაშიანს ბრენდის სახელის შეცვლა იაპონელების პროტესტის შემდეგ მოუწია

1220

კიმ კარდაშიანი თეთრეულის ბრენდ “კიმონოს” სხვა სახელს შეურჩევს. მიზეზი კი იაპონელების აღშფოთება გახდა.

როგორც კარდაშიანის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, ის მუდამ უსმენს თავისი პუბლიკის აზრს.

“მაკორექტირებელ თეთრეულის ხაზს სახელი მხოლოდ საუკეთესო განზრახვით დავარქვი. თუმცა, გადავწყვიტე რომ კომპანია სხვა სახელით განაგრძობს არსებობას”, – წერია განცხადებაში.