კინოთეატერი “ედემი” გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

204

კინოთეატრი “ედემი”, რომელიც 132 წლის წინ მარსელის სიახლოვეს, საპორტო ქალაქ ლა–სიოტაში მდებარეობს, გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ძველ მოქმედ კინოთეატრად ჩაიწერა.

“კინოთეატრი 1889 წელს აშენდა. ის აშენების დროიდან არ შეცვლილა და უფრო თეატრის შენობას ჰგავს”, – აცხადებს “ედემის” დირექტორი მარი–ლორ სმილოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლა–სიოტაში 1896 წელს ლუმიერებმა ერთ–ერთი პირველი ფილმის ჩვენება მოაწყვეს.