ამერიკის შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიამ (SAG-AFTRA) შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასაჯოს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა გაბრიელ კარტერისმა განაცხადა, ამერიკის ყოფილმა ლიდერმა დისციპლინარულ მოსმენებს დაასწრო და გილდიის წევრობაზე უარი თქვა, თუმცა, ეს კავშირის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
კარტერისი თვლის, რომ ტრამპს პროცედურისგან თავის არიდება განზრახ სურდა. შედეგად SAG-AFTRA–ს ხელმძღვანელობა დამატებით ზომებს მიმართავს, რომელთა თანახმადაც აშშ–ის ექსპრეზიდენტს ორგანიზაციის წევრობა მომავალშიც აეკრძალება.