კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

938

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ღამის სერენადების პირველი დღე პეტრე ჩაიკოვსკის სერენადას, სამუელ ბარბერის ადაჟიოსა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს დაეთმო.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა.

1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ბათუმში განახლდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ლიანა და გიორგი ისაკაძეები არიან, დირექტორი კი ნინა ცაგარელი.