კლინტონის იმპიჩმენტის შესახებ სერიალის პროდიუსერი მონიკა ლევინსკი იქნება

995

სერიალის “ამერიკული დანაშაულის ისტორია” მესამე ნაწილი, აშშ–ის 42–ე პრეზიდენტის ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობის შესახებ გვიამბობს და მისი პროდიუსერი მონიკა ლევინსკი იქნება.

“მონიკა ლევინსკი კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში ცენტრალური ფიგურაა და ის გახდება პროდიუსერი სერიის სახელად “იმპიჩმენტი: ამერიკული დანაშაულის ისტორია”,” – ნათქვამია ტელეარხ FX–ის განცხადებაში.

არხის აღნიშვნით, ფილმში სხვა ქალებიც იქნებიან ნახსენები, რომლებიც კლინტონის სექსუალურ სკანდალში იყვნენ გარეულები.

სერიალი ჯეფრი ტურბინის წიგნზე “დიდი შეთქმულება: სექსუალური სკანდალის რეალური ისტორია, რომელმაც კინაღამ გაანადგურა პრეზიდენტი”. მონიკა ლევინსკის როლს ბინი ფელდშტეინი შეასრულებს.

პრემიერა 2020 წლის 27 სექტემბერს შედგება.