კლოდ მონეს „თივის ზვინები“ დაახლოებით 110,7 მილიონ დოლარად შეაფასეს. ზუსტად ეს თანხა გადაიხადა ახალმა მფლობელმა Sotheby’s აუქციონზე, ნიუ–იორკში.
აქამდე იმპრესიონისტების ნამუშევრებში ასეთი თანხა არავის გადაუხდია. კლოდ მონეს ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი „გუბურები დუმფარებით“ იყო და მისი ღირებულება 75,5 მილიონი ევრო გახლდათ.