კომპანია Mattel-მა სათამაშოების ახალი ხაზი გამოუშვა

772

სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა, გენდერული ბალანსის დასაცავად სათამაშოების ახალი ხაზი გამოუშვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ თუკი ორივე სქესის წარმომადგენელს საშუალება ექნება შეიძინოს, მათვის სასურველი სათამაშო, ამით გენდერული თანასწორობა დაცული იქნება.

Mattel-ის ახალი ხაზი გაყიდვაში მალე ჩაეშვება და როგორც ბარბის,  ისე ბიჭი თოჯინების ყიდვა იქნება შესაძლებელი. მისი საცალო ღირებულება კი 44 დოლარი იქნება.