კომპიუტერული თამაშის Minecraft-ის ეკრანიზაცია იგეგმება

856

პოპულარული კომპიუტერული თამაშის Minecraft ეკრანიზაციაზე საუბარი 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტს სცენარისტი გამოუჩნდა. ის კრისტოფერ რობინის შემქმნელი ელისონ შრედერია.

თავდაპირველად თამაშის ადაპტაციაუნდა გადაეღო, სერიალის „ფილადელფიაში მუდამ მზეა“ ავტორს რობ მაკელჰენის, თუმცაგაურკვეველი მიზეზებით მან პროექტი მიატოვა, მის ადგილზე კი პიტერ სოლეტი განიხილება.

ამ ეტაპზე სამსახიობო შემადგენლობა უცნობია, მთავარ როლზე სტივ კარელი განიხილება. Minecraft-ის მხატვრული ვერსია გაქირავებაში 2022 წელს გამოვა.