ჯგუფ „Nirvana“–ს სოლისტის, კურტ კობეინის სვიტრი აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა. სვიტერი, რომელიც კობეინს In Utero–ს გადაღებებისას, 1993 წელს ეცვა აუქციონზე პირველად გაიტანეს.
მომრერლის სიკვდილის შემდეგ მისმა მეუღლემ, კორტნი ლავმა ეს სვიტერი „ნაცნობს აჩუქა“.
ამავე აუქციონზე 23 ათას დოლარად გაიყიდა ჯგუფის სეტ–ლისტი, რომელიც 1990 წელს ვაშინგტონში გამოიცა. მასზევეა კობეინის მიერ მარკერით დაწერილი სიტყვები: „კობეინმა შოუს დაწყებამდე პიცა ჭამა და სეტ–ლისტი ქაღალდის თეფშზე დაწერა“.