ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones-ის კონცერტზე მაყურებლებმა ემოციები ვერ დამალეს. ჯგუფმა ტურნეს ფარგლებში, დასკვნით კონცერტზე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერა Gimme Shelter შეასრულეს, რითაც მაყურელბლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანეს. ინფორმაციას RollingStone ავრცელებს.
დამსწრეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მიკ ჯაგერის ხილვა, რომელმაც გულის ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიკეთა. 75 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადიოდა რეაბილიტაციას.