მომღერალი ლედი გაგა ახალ პარტნიორთან გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროებს. უცხოური ტაბლოიდების ცნობით, კალიფორნიაში პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ გაგა სერიოზულად უყურებს ამ ურთიერთობას. მასთან თავს ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობს.
33 წლის მომღერალმა სოციალურ გვერდზე რომანტიკულ საღამოზე გადაღებული ფოტო ატვირთა, წარწერით „Special“, რომელზეც დენ ჰორტონი მონიშნა. დენ ჰორტონი მომღერლის ხმის რეჟისორია.
