ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომელიც საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით შეიქმნა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვისაც.
„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიამბობს. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.