1930 წლის 7 სექტემბერს ქალაქში, რომელსაც ჯერ კიდევ ტიფლისი ერქვაь მხატვარი ლევ ბაიახჩევი დაიბადა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და პროფ. ს.ს. კობულაძის, პროფ. ვ.ი. შუხაევის, პროფ. ა.კ. ქუთათელაძის, პროფ. კ. სანაძის სახელოსნოებში.

1974 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში გაიმართა.

ბაიახჩევს უკვე ჰქონდა წერის საკუთარი მანერა. მხატვარი თვლიდა, რომ კარგი აბსტრაქტული ნამუშევრის შექმნა ისევე რთულია, როგორც რეალური პორტრეტის.

ბაიახჩევი ხშირად ამბობდა: “მე ვხატავ მხოლოდ იმას, რაც მომწონს, რაც მაფიქრებს, მაგრამ კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტის გარეშე არაფერი გამომდის”.

უნდა აღინიშნოს, რომ ლევ ბაიახჩევის შემოქმედებაში განსაკუთრებულადაა წარმოჩენილი პორტრეტები, რომლებიც ადამიანების სულს ასახავს. მხატვარი მუდამ ხანგრძლივად აკვირდებოდა ადამიანს, სანამ ხატვას დაიწყებდა.

ბაიახჩევი თვლიდა, რომ პროფესიონალიზმის გარდა მხატვარი ობიექტის მიმართ პირადი დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს და უნდა უყვარდეს კიდევაც.

ლევ ბაიახჩევის პეიზაჟებს ჰქონდათ ერთი თავისებურება – ის მხოლოდ თბილისს ხატავდა. პორტრეტებისგან განსხვავებით პეიზაჟები ბევრად ღია და ოპტიმისტურ ფერებში იხატებოდა. მხატვარს შეეძლო ერთი და იგივე ქუჩა წლის სხვადასხვა დროებში, სხვადასხვა განათებით, სხვადასხვა რაკურსით დაეხატა.

1992 წლის 26 დეკემბერი ლევ ბაიახჩევი უეცრად გარდაიცვალა