ლეონარდო და ვინჩის ჩანახატი რეკორდულ თანხად გაიყიდა

408

ლეონარდო და ვინჩის ჩანახატი “დათვის თავი” აუქციონ Christie’s-ზე რეკორდულ თანხად, 8,86 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

მცირე ჩანახატი ფანქრითაა შესრულებული. ექსპერტები თვლიან, რომ ნამუშევარი 1480–იან წლებში შეიქმნა, სანამ ოსტატი ფლორენციიდან მილანში გადავიდოდა საცხოვრებლად.