ლეონარდო დიკაპრიომ საზოგადოებას ახალი ფილმი “ყინული ცეცხლში” წარუდგინა. მსახიობი ამ ფილმის პროდუსერია და ასევე მთხრობელს ახმოვანებს. დოკუმენტური ფილმის თემა ეკოლოგიაა.
“ნამდვილად ვაპირებთ ჩვენი საქციელითა და ქცევებით გავანადგუროთ პლანეტა, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის აკვანია? ან შევძლებთ თავის ხელში აყვანას, ერთობლივი ძალებით გადავარჩინოთ საკუთარი თავები და ჩვენი სახლი, დედამიწა?”, – აღნიშნავს დიკაპრიო.
ფილმი “ყინული ცეცხლში” HBO–ს ეთერში შემდეგ კვირას გავა.