ლეონარდ კოენის ახალი ალბომი, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოდის

1519

ლეონარდ კოენის ახალი ალბომი “Thanks For the Dance” 2019 წლის 22 ნოემბერს, არტისტის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში გამოვა. ეს ძველი ჰიტების კრებული და ცხრა ახალი სიმღერა იქნება.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ლეონარდის შვილმა, ადამ კოენმა ალბომზე მუშაობა მამის გარდაცვალებიდან შვიდ თვეში დაიწყო.

“მუსიკის არანჟირებისას ის ხერხები გამოვიყენეთ, რომლებიც ლეონარდისთვის დამახასიათებელი იყო”, – განაცხადა ადამ კოენმა.