ლიონში ცეკვის ბიენალე გაიმართა

686

ადრე ლიონში მდებარე Fagor-ის ქარხანაში სარეცხ მანქანებს აწარმოებდნენ, ახლა კი მასში მთელი მსოფლიოს ქორეოგრაფები შეიკრიბნენ.

ბიენალეს ბილეთები სრულად გაიყიდა და არტ–დირექტორი იმედოვნებს, რომ ინიციატივა მუდმივ ხასიათს მიიღებს.

“ჩემთვის ეს მხატვრული და სოციალური სიახლე იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოსვლებში მონაწილეობენ 15–25 წლის ასაკის ახალგაზრდები”, – აცხადებს დომინიკ ევრიე.