პორტუგალიის დედაქალაქი რიგით მე–19 თოჯინების თეატრებისა და ანიმაციური სპექტაკლების ფესტივალს მასპინძლობს. ის 26 მაისამდე გასტანს.
ფესტივალში მონაწილეობას მსახიობებ იდა რეჟისორები 9 ევროპული ქვეყნიდან, აშშ–დან, ირანიდან და მოზამბიკიდან იღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული ფესტივალი ცნობილია ნოვატორული პროექტების წყალობით.
„თოჯინების თეატრი – განსაკუთრებული თეატრია. ჩვეულებრივი თეატრისგან განსხვავებით, ის მაყურებლის ჩართულობას ითხოვს. დასის წევრებმა უნდა შექმნან ილუზია. დანარჩენი კი აუდიტორიის გასაკეთებელია. შოუ უკვე თავად აუდიტორიაა. მაყურებლები თავიანთი ფანტაზიის, ისტორიის სცენაზე გამოდიან. ეს შთამბეჭდავია!“, – განაცხადა ფესტივალ FIMFA–ს (International Festival of Puppets and Animated Forms) დირექტორმა ლუიშ ვიეირამ.