ლისაბონში ფესტივალი Iminente დაიწყო

499

ქუჩის ხელოვნებასა და ახალ მუსიკას ლისაბონში ფესტივალ Iminente-ზე, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან ასზე მეტი ოსტატი წარადგენს. მულტიკულტურული ღონისძიების კურატორი ცნობილი მხატვარი ალექსანდრ ფარტოა.

“აქ უამრავი სხვადასხვა ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. არის ფარტოს ნახატები, არქიტექტორისა და მხატვრის ანა არაგოუს ნამუშევრები. ეს ყველაფერი კარგად ავსებს ფესტივალს”, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა ტიაგო სილვამ.

ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს, ხოლო ბილეთის ფასი 15 ევროა. ორგანიზატორების თქმით, ტერიტორია ხუთ ათას ადამიანზეა გათვლილი.