დომენიკო პოლიტო (იტალია), ალესანდრო ალეგრა (იტალია), ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული კარიკატურისტი -კემო, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალის სამგზის გამარჯვებულია. ქართველ ლიტერატორებთან ერთად ფესტივალში “ზე-კართან” მონაწილეობას მიიღებენ.
ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია აჭარაში იმართება წელს საერთაშორისო ლიტერატორებს და ხელოვანებს მასპინძლობს. ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
სამი დღის განმავლობაში ჩატარდება საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-თეატრალური პეფორმანსი “ანბანთქება”, ფოლკლორული კონცერტები და გამოფენები. ასევე ქართული ლექსების მიხედვით მხატვრები შექმნიან ფერწერულ ტილოებს. ფესტივალი 2013 წელს რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეით დაფუძნდა. მისი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზე უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნას. ფესტივალი ხელს უწყობს მთიანი აჭარის კულტურულლი ტურიზმის პოპულარიზაციას წელს ფესტივალი ანა ლაშხელის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და შუახევისა და ხულოს მერიის დაფინანსებით იმართება.
