ლოკარნოს ფესტივალის მთავარი პრიზი პედრუ კოშტას გადაეცა

917

ლოკარნოს 72–ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი პორტუგალიელ რეჟისორ პედრუ კოშტას გადაეცა. “ოქროს ლეოპარდით” ის ფილმ “ვიტალინა ვარელასთვის” დააჯილდოვეს.

“ცნობილია, რომ კაბო–ვერდეს ერი მუდმივი მიგრანტები არიან: ქალები სახლებში რჩებიან, ხოლო მამაკაცები უკეთეს ცხოვრებას ეძებენ. ჩვენი ფილმიც სწორედ იმაზე მოგითხრობთ, თუ რამდენად რთულია დაემშვიდობო საყვარელ ადამიანებს, რომლებიც მიდიან, ივიწყებენ სამშობლოს და სრულებით ცვლიან თავის ცხოვრებას. სამწუხაროდ, ეს სულ უფრო ხშირად ხდება თანამედროვე მსოფლიოში”, – განაცხადა რეჟისორმა.