ლონდონში არიადნა არენდტის მემუარებისა და წერილების კრებული წარადგინეს

565

რუსი სკულპტორისა და გრაფიკოსის, არიადნა არენდტის მემუარებისა და წერილების კრებული ლონდონში, მისმა შვილიშვილმა, მხატვარმა ნატალია არენდტმა წარადგინა.

“არიადნა არენდტი მემუარებს მთელი ცხოვრება წერდა, თუმცა მათ გამოქვეყნებას არ გეგმავდა. ოჯახში ძალიან დიდი არქივი გვაქვს და უეცრად მივხვდი, რომ ის უნდა გამოქვეყნდეს. ხელნაწერებისა და აბრევიატურების გაშიფრვაში მამაჩემი, იური არენდტი დამეხმარა”, – განაცხადა ნატალია არენდტმა.