ლონდონში ვან გოგის ავტოპორტრეტების გამოფენა გაიმართება

289

ლონდონის კურტოს ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სამწილიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში გაიხსნება, ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტების ისტორიაში პირველ გამოფენას მასპინძლობს.

მსურველებს ნამუშევრების ნახვა 2021 წლის 3 თებერვლიდან 2022 წლის 8 მაისამდე შეეძლებათ. ერთიან საგამოფენო სივრცეში ჰოლანდიელი მხატვრის 15 ავტოპორტრეტი მოექცევა.

ნამუშევრები გამოფენისთვის ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმიდან, რეიკსმუზეუმიდან, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან, ვაშინგტონის ეროვნული გალერეიდან, დეტროიტის ხელოვნების ინტიტუტიდან, პარიზის ორსეს მუზეუმიდან და სხვა დაწესებულებებიდან შეიკრიბება.