პარიზის ლუვრის დირექტორის თანამდებობაზე ლორანს დე კარი დაინიშნა, რომელიც აქამდე ორსეს მუზეუმის დირექტორის პოსტს იკავებდა.
“რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კულტურის მინისტრის როზელინ ბაშლოს შემოთავაზებით, ლორანს კარი ლუვრის დირექტორად დანიშნა”, – წერია საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაში.