ლუვრმა ბენჯამენ ციკსის ესკიზები 208 ათას ევროდ შეიძინა

1075

საიმპერატორო კარის მხატვრის ბენჯამენ ციკსის (1772-1825) ესკიზები და ჩანახატები აუქციონზე 208 ათას ევროდ გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ 28 ნამუშევარი ლუვრმა შეისყიდა.

დაზიანებული ალბომი ერთ–ერთ სახლში იქნა ნაპოვნი. ოჯახმა, რომელმაც ნახატები იპოვა მისი ავტორის დადგენა ვერ შეძლო და ექსპერტებს მიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ 28 ნახატის ავტორი ბენჯამენ ციკსია, რომელიც მნიშვნელოვანი სამხედრო და დიპლომატიური მოვლენების დროს დომინიკ ვივან დენონს თან ახლავდა. ალბომში ასევე შესულია როსბახთან მომხდარი ბრძოლის ჩანახატები, კასელის მუზეუმიდან სკულპტურების გატანის პროცესი და აგრეთვე, ნაპოლეონისა და ალექსანდრე პირველის შეხვედრა ნემანის მდინარეზე.