ლუვრის მუზეუმში მოხვედრა მხოლოდ წინასწარ, ელექტრონული ჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს შეზღუდვა დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდის გამო დაწესდა.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედია ახალი რეგულაციის მიზეზად მუზეუმში მიმდინარე სამუშაოსაც ასახელებს, რის გამოც მთავარ ექსპონატს, ლეონარდო დავინჩის „მონა ლიზას“ დროებით ადგილი შეუცვალეს. ის ლუვრის რიშელიეს ფრთაში დაკიდეს.