ლუვრში ნაცისტების მიერ დამზადებული ხალიჩა აღმოაჩინეს

516

30 კვადრატული მეტრი ფართობის კედლის ხალიჩა, რომელზეც ჰერალდიკური არწივი და ლოზუნგი: “ვისაც ცხოვრება სურს, უნდა იბრძოლოს” არის გამოსახული, პარიზის ლუვრში აღმოაჩინეს. 1942 წელს მოქსოვილი ხალიჩის შექმნაში 3,5 კილოგრამი ოქროს ძაფი გამოიყენეს.

ისტორიკოსების მტკიცებით, მის შესაქმნელად საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნილი ებრაელი მოსახლეობის ძვირფასეულობა და სიკვდილით დასჯილთა ოქროს კბილები გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ექსპონატი ლუვრს არ ეკუთვნის და საფრანგეთში პროგრამა “ეროვნული მუზეუმების აღდგენის” ფარგლებში ინახება.