მადონა: “თავს გაუპატიურებულად ვგრძნობ”

1114

მომღერალმა მადონამ The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “თავს გაუპატიურებულად გრძნობს”.

“ჟურნალისტმა, რომელმაც ეს სტატია დაწერა, ჩემთან ერთად დღეები, საათები და თვეები გაატარა, ჩემს სამყაროში იცხოვრა, თუმცა გადაწყვიტა ტრივიალურ და ზედაპირულ საკითხებზე დაეწერა სტატია, ისეთებზე როგორიცაა ჩემი ეთნიკური კუთვნილება, ჩემი დუბლიორები და ჩემი ფარდების ქსოვილია. ამ ყველაფრის გამო თავს გაუპატიურებულად ვგრძნობ, მე შემიძლია ამ ანალოგიის მოყვანა, რადგანაც 19 წლის ასაკში გამაუპატიურეს”, – აცხადებს მადონა თავის Instagram გვერდზე.