მაიკლ კოსტელო კრისი ტეიგენს თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს ბრალს

630

დიზაინერი მაიკლ კოსტელო მსოფლიოში ისეთ ადამიანებს აცმევს როგორიცაა ბიონსე, კიმ კარდაშიანი და სხვა კაშკაშა ვარსკვლავები. მან რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია გააჟერა.

ის ამბობს, რომ კრისი ტეიგენის გამო სამსახურიდან წასვლას გეგმავდა და თვითმკვლელობისკენაც ჰქონდა მიდრეკილება.

“ამის გაჟღერება არ მინდოდა, მაგრამ ვერ ვიპოვი ბედნიერებას თუ არ ვილაპარაკებ ამ თემაზე,” – დაწერა მან და გაიხსენა, რომ 2014 წელს ტეიგენისგან საჯარო კომენტარი მიიღო, რომელშიც ლამაზმანი 34 წლის დიზაინერს რასიზმში უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა, რის გამოც მაიკლი სოციალურ ქსელებში საჯარო ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამ ყველაფრის შესახებ ტეიგენსაც აცნობა, თუმცა კრისის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.

“მან მითხრა, რომ ჩემი კარიერა დასრულდა და ამიერიდან ჩემთვის ყველა კარი დახურული იქნებოდა. მე მუდმივად ვიღებდი შეტყობინებებს საერთო მეგობრებისგან, რომ ის (კრისი) და მონიკა როუზი, რომელიც ცნობილი სტილისტი გახლავთ, ცნობილ სახეებსა და ბრენდებს არწმუნებდნენ, რომ მაიკლთან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობას შეწყვეტდნენ”.

თუმცა, როგორც ვხედავთ, კასტელომ შეძლო რთული პერიოდის გადალახვა და არც ისეთ ცნობილ სახეებს შეუქცევიათ მისთვის სახე, როგორიც ჯენიფერ ლოპესი და სხვა ბევრია.