ჯეიმი ფოქსი და პიტერ დინკლეიჯი მელ გიბსონის ფილმში ითამაშებენ

853

მაიკლ ფასბენდერი, ჯეიმი ფოქსი და პიტერ დინკლეიჯი მაყურებელმა შესაძლოა მელ გიბსონის ახალ ფილმში „ველური ბანდა“ იხილოს. მოლაპარაკებები Warner Bros.-თან უკვე მიმდინარეობს.

პირველად კინოსტუდიამ ძველი ვესტერნის რიმეიკი 2011 წელს დააანონსა. მსახიობებთან კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ფილმის გადაღებები უკვე შემოდგომაზე დაიწყება.