სააუქციონო სახლი Christie’s მაილზ დეივისის საყვრის გაყიდის. ინსტრუმენტი კომპანია Martin Company-მ 1980 წელს გამოუშვა და ის თავად მუსიკოსის დიზაინითაა აწყობილი. სააუქციონო სახლში თვლიან, რომ ლოტი 70-100 ათას დოლარად გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ საყვირის დღევანდელმა მფლობელმა ის ჯორჯ ბენსონისგან შეიძინა.
აუქციონი 2019 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.
