მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ინფორმაციას ჟურნალი PEOPLE ავრცელებს.
უცხოური ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო და მომავალში საკუთარი კარიერის განვითარებაზე იზრუნებენ.
წყვილმა ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო. 2018 წელს კი ფარულად იქორწინეს. მათ 2012 წელსაც სურდათ დაქორწინება, თუმცა დაშორდნენ. მოგვიანებით ისევ შერიგდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს.