მაკ–კარტნიმ და სტარმა ლენონის ბოლო სიმღერა ჩაწერეს

820

რინგო სტარმა და პოლ მაკ–კარტნიმ დუეტი ჩაწერეს. სიმღერა ჯონ ლენონის მიერ დაწერილი კომპოზიციის “Grow Old With Me”-ს ქავერ–ვერსიაა.

სამწუხაროდ, ლენონმა სიმღერის ბოლომდე ჩაწერა ვერ მოასწრო, თუმცა, ათწლეულების შემდეგ რინგომ და პოლმა “The Beatles Anthology”–სთვის კომპოზიცია შეასრულეს. რინგომ ვოკალი და დასარტყამი ინსტრუმენტები ითავა, ხოლო პოლმა ბას–გიტარაზე პარტია შეასრულა. ასევე, ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ჯო უოლშმა და ჯეკ დუგლასმა.