ორმხრივი ნახატი, რომელიც საფრანგეთში მცირე აუქციონზე რამდენიმე ათას ევროდ გაიყიდა, პეტერ პაულ რუბენსის ნამუშევარი აღმოჩნდა. ნახატი ე.ი. “თეორიული ბლოკნოტის” ნაწილია. აღმოჩენა 2021 წლის 7 ივლისს Sotheby’s აუქციონზე ესთიმეიტით 400-600 ათასი ევრო გაიყიდება.
პეტერ პაულ რუბენსმა “თეორიული ბლოკნოტი” იტალიაში, 1600-1608 წწ. შექმნა. ჩანაწერები ლუდოვიკო XIV-ს კოლექციაში მოხვდა, ხოლო 1720 წელს ბულიას საამქროში მომხდარმა ხანძარმა ის გაანადგურა. დღემდე ცნობილი იყო, რომ ცეცხლს მხოლოდ ორი გვერდი გადაურჩა.