დედოფალ ელისაბედ პირველს ძალიან უყვარდა მარგალიტი, იმდენად, რომ თითქმის ყველა პორტრეტზე მას მარგალიტის მძივი უკეთია. როდესაც დედოფალი გარდაიცვალა, ის თავის საყვარელ, მარგალიტის მედალიონებით შემკობილ ფეხსაცმელში დაკრძალეს.

მარგალიტი მუდამ უნიკალურ სამკაულად ითვლებოდა. როდესაც ის XV საუკუნეში ახალი მსოფლიოდან ევროპაში შემოვიდა, უმალვე პოპულარული გახდა, ის ხომ სხვა ძვრიფასი ქვებისა და მინერალებისგან განსხვავებით “ცოცხალი” იყო.

მარგალიტის პოპულარობა იქამდე მივიდა, რომ საზოგადოების მაღალ ფენებში კანონები შეიმუშავეს, რათა განესაზღვრათ ვის შეეძლო მისი ტარება. ბევრისთვის ის ვალუტის ნაირსახეობაც კი გახდა – მას ცვლიდნენ ყველაფერზე.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მარგალიტის ფასი დაეცა, რადგანაც მისი მოყვანა სპეციალურ ფერმებზე დაიწყეს.


