სელმა ჰაიეკისთან მოლაპარაკებები მიდის და შესაძლოა ის მარველის “The Eternals”-ში ვიხილოთ.
“The Eternals“-ში უკვე დამტკიცებულები არიან როლებზე კუმელნანჯიანი და ანჯელინა ჯოლი. ფილმს მხედრის რეჟისორი ქლოიაჟაო გადაიღებს. მოლაპარაკებები წარმოებს რიჩარდ მადენთანაც.
მარველის სამყაროში სელესტიალებმა დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათ კოსმიური ძალის ნაწილი უბოძეს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ეთერნალები (სიტყვიდან eternal- სამუდამო), ჩვენი პლანეტის დამცველები.
მეორე მხრივ სელესტიალებმა შექმნეს დევიანტები, საკუთარი მოხმარებისთვის, მაგრამ არსებებმა მუტაცია განიცადეს, ერთგვარი კულტი შექმნეს და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დედამიწა მათი საკუთრებაა.