1903 წლის 25 სექტემბერს ლატვიაში, ვიტებსკის გუბერნიაში, მხატვარ–აბსტრაქციონისტი მარკუს როტკოვიჩი, იგივე მარკ როტკო დაიბადა. 1913 წელს მარკი დედასთან და დასთან ერთად აშშ–ში, ქალაქ პორტლენდში გადავიდა საცხოვრებლად.

1921 წელს მან იელის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო 1923 წელს სწავლას თავი დაანება და საცხოვრებლად ნიუ–იორკში გაემგზავრა. ამავე დროს გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო.

1925 წელს ბროდვეის დიზაინის ახალ სკოლაში ესწრებოდა ლექციებს. 1925 წელს მხატვართა სტუდენტურ ლიგაში გაწევრიანდა. მისი მასწავლებელი მაქს ვებერი, ნიუ–იორკის მოდერნისტული მოძრაობის მეთაური იყო.

1928 წელს მისი ნამუშევრები პირველად გამოიფინა, ნიუ–იორკის გალერეაში
Opportunity.

1929-1952 წლებში ბრუკლინის ცენტრალური აკადემიის ებრაულ ცენტრში ფერწერას ასწავლიდა.

1933 წელს პორტლენდის ხელოვნების მუზეუმში პირველი პერსონალური გამოფენა გამართა.

1935 წელს ილია ბოლოტოვსკისთან, ბენ ზიონთან, ადოლფ ჰოტლიბთან, ლუ ჰარისონტან, რალფ როზენბერგთან, ლუის შეიკერთან, იოსეფ სოლმანთან ერთად შექმნა “ათეული”, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამერიკული სამუზეუმო გამოფენების კონსერვატიულ ესთეტიკას.

1940 წელს მარკუს როტკოვიჩი მარკ როტკო გახდა.

1940-იანი წლებიდან ხატავდა ევრუპული სიურრეალიზმის სტილში.

1947 წელს მხატვრის ცხოვრება შეიცვალა – როტკომ საკუთარ სტილს,
აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს მიაგნო.

1969 წელს იელის უნივერსიტეტმა მარკს ნატიფი ხელოვნების დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

1970 წლის 25 თებერვალს მისმა თანაშემწემ ის სტუდიაში გარდაცვლილი იპოვა. მარკ როტკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2016 წელს აუქციონზე Christie’s როტკოს ნამუშევარი “ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი” რეკორდულ 86.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.