მაყურებლებმა Dior-ის სარეკლამო რგოლი გააპროტესტეს

537

Dior–ის ახალ სარეკლამო კამპანიას, რომელშიც ჯონი დეპი მონაწილეობს კულტურულ აპროპრიაციაში დასდეს ბრალი.

სარეკლამო რგოლში ჯონი დეპი შტატ იუტას კლდოვან ტერიტორიებზე სეირნობს, სადაც მგლის ტყავში გამოწყობილ გოგონას და ინდიელს ხვდება.

ინტერნეტ–მომხმარებლებში რგოლმა აღშფოთება გამოიწვია.

“კაპმანია Sauvage, რომელშიც ჯონი დეპმა მიიღო მონაწილეობა აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ ატყუებენ მომხმარებლებს და ხელს უწყობენ რასიზმსა და კულტურულ აპროპრიაციას”, – წერს სოციალურ ქსელში პროექტ
IllumiNative–ის ხელმძღვანელი, კრისტალ ეკო ჰოუკი.