მეგანისა და ჰარის ისტორიის შესახებ ფილმი გადაიღეს

584

ბრიტანეთის უფლისწულის, ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის სიყვარულის ისტორიის გაგრძელებას მაყურებელი ეკრანებეზე სულ მალე იხილავს. მეგან მარკლის როლს ტიფანის სმითი ასრულებს.

“ბევრი განიხილავდა მეგანისა და ჰარის ურთიერთობას, ვნახეთ ქორწილის პირდაპირი ეთერიც, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ არსებობს ემოციური კავშირი”, – აცხადებს სმითი.

“როდესაც შობას ბებიასთან ვიკრიბებით, მუდამ ვუსმენთ დედოფლის მისალოც სიტყვას და გარკვეულ წილად სამეფო ოჯახი, ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა. რა თქმა უნდა, უფლისწილების ქორწილი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – განაცხადა ჩარლი ფილდმა, რომელიც პრინც ჰარის როლს ასრულებს.