13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
“გოდერძი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
“მეთევზე და გოგონა” – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი
“ჩაი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
“ბებო” – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
“ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე
“ჰორიზონტი” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე
“ლილე” – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი
მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს. ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation. ინფორმაციას საქართთველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.