მეორე მსოფლიო ომის დროს მოპარული ტილო იტალიაში დაბრუნდა

633

ფლორენციის გალერეა უფიციში 1824 წლიდან დაცული, ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვან ჰეისუმის “ლარნაკი ყვავილებით”, 1943 წელს გერმანელმა ჯარისკაცმა მოიპარა და თავის მეუღლეს აჩუქა. მას შემდეგ გალერეაში, ტილოს ადგილზე სამენოვანი წარწერა გაჩნდა, რომელზეც ეწერა “მოპარულია”. 75 წლის შემდეგ ტილო იტალიაში დაბრუნდა.

“ეს მშვენიერი ისტორია მოქმედების კოორდინაციის შედეგია, რომლის წყალობითაც ჩვენ დავიბრუნეთ ეს შედევრი. ნახატი ახლა კოლექციაშია”, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენცო მოავერო–მილანზეიმ.

ტილოს ადგილმდებარეობის გაგება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 90–იან წლებში გერმანელი ჯარისკაცის შთამომავლებმა მისი გაყიდვა სცადეს.