მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია მერაბ კოსტავას პირადიარქივი, რომელიც ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა. ასევე წარმოდგენილია კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.
გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
გამოფენასთან ერთად, 23 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში დაგეგმილია მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“