მერილინ მენსონი სერიალ “ამერიკელი ღმერთების” მესამე სეზონის კასტს შეუერთდა. თავად მუსიკოსის განცხადებით, ის პირსისხლიანი იოჰან ვენგრენის როლს შეასრულებს.
“მერილინ მენსონის თაყვანისმცემელი ვარ, ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა”, – განაცხადა სერიალის შოურანერმა ჩარლ ეგლიმ.