მეტიუ მაკკონაჰიმ სკოლის ატესტატი მიიღო

621

მეტიუ მაკკონაჰიმ საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი 31 წლის დაგვიანებით მიიღო. ლონგვიუს სკოლის წარმომადგენელმა განაცხხადა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე მოსწავლეებს მხოლოდ ლამაზ ყდას გადასცემენ, ხოლო დოკუმენტს მათ მოგვიანებით უნდა მიაკითხონ. თუმცა 1988 წელს მაკკონაჰი სკოლაში აღარ მივიდა.

2019 წლის საზეიმო ცერემონიაზე მსახიობი საპატიო სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს.

„31 წლის წინ მე, ისევე როგორც ახლა თქვენ, ეს სკოლა დავამთავრე. ჩემი წარმატებისა და მჯერა, რომ თქვენი მომავალი წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რაც არ იყიდება: ეს ჩვენი გულებია“, – განაცხადა მეტიუ მაკკონაჰიმ თავის სიტყვაში.