მექსიკის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები თვლიან, რომ ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი იპოვეს.
მათივე განცხადებით, ფრიდამ ჩანაწერი 1953 ან 1954 წელს გააკეთა, როდესაც მისი ქმრის, დიეგო რივერასადმი მიძღვნილი რადიო–გადაცემა El Bachiller–ის გამოშვება მზადდებოდა.
მექსიკის კულტურის მინისტრის, ალეხანდრო ფრაუსტოს თქმით, თუ დადასტურდა, რომ ჩანაწერი ნამდვილად ფრიდა კალოს ეკუთვნის, ის მხატვრის ხმის ერთადერთი ჩანაწერი იქნება.