28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. პარკის ადმინისტრაციის განცხადებით სპეციალურად ამ დღისთვის სპორტის, განათლების, გართობისა და საბავშვო სტარტაპების ზონა მოეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და შესაბამისად, სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები.
მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან გელით საჩუქარი – ისარგებლეთ ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით – 17 ლარად!